четверг, 21 июля 2011 г.

intel®-ის სასწავლო სერიის დანერგვის ტრენინგები


21 ივლისიდან დაიწყო  ტრენინგები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს საჯარო სკოლების ყველა I კლასის დამრიგებლისათვის.
ტრენინგ-კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.



ტრენინგები 

ჩატარდება  ორ ჯგუფად

სსიპ ახმეტის #2 საჯარო სკოლაში: პირველ ჯუფისათვის ტრენინგები დაიწყება დილის 9 სთ-ზე, ხოლო მეორე ჯგუფისათვის - 13 საათზე. 

სსიპ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში ტრენინგები დაიწყება 20 ივლისიდან  დილის 10 სთ-ზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий